2013-07-28

ყავისფერი ამერიკული ნამცხვარი

ბოლო ერთი კვირა სულ რაღაცას ვაცხობდი და ასე ვისვენებდი სოფელში :) ამ ნამცხვრის გაკეთებას დიდხანს ვაპირებდი, მაგრამ არ მეგონა თუ რამე განსაკუთრებული იყო. საბედნიეროდ შევცდი! ეს იყო უგემრიელესი ნამცხვარი, რომელიც პირში დნებოდა. ვიზუალი არ აქვს რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან გასხვავდება ჩვეულებრივი კექსებისგან. მოკლედ ბევრს აღარ "ვილაპარაკებ" და წარმოგიდგენთ რეცეპტს, მომზადების ამსახველ ფოტოებთან ერთად.
1 ნაჭერი შეიცავს 440კ/კალს.



 მასალა:
200 გ. კარაქი ან მარგარინი
7 ს.კ. კაკაო
220 გ. ფქვილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან 1/2 ჩ.კ. სოდა
280 გ. შაქარი
მარილი
1 ვანილინი
2 კვერცხი
150 მლ. მაწონი ან არაჟანი
1/8 ლ. წყალი
ზემოდან მოსასხმელად:
200 გ. შაქრის პუდრა
50 გ. კარაქი ან მარგარინი
7 ჩ.კ. კაკაო
5 ს.კ. ნაღები (შეიძლება რძით ან წყლით შეცვლა)

ფორმა: 28 სმ. დიამეტრის

მომზადება:
  • კაკაო, კარაქი და წყალი აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ. როცა კარაქი გადნება მზადაა. 



  • ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ შაქარი, 1/2 ჩ.კ. მარილი და ვანილი. ფქვილიანი და კაკაოიანი მასები შეურიეთ ერთმანეთს.


  • , დაუმატეთ კვერცხი, მაწონი და კარგად მოურიეთ.


  • მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.

  • შაქრის პუდრა გახსენით ნაღებში. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ კაკაო, ნაღებიანი შაქრის პუდრა და კარგად აურიეთ. მიღებული მინანქარი წაუსვით ნამცხვარს.


No comments:

Post a Comment