2013-06-02

ცხელი რძის ნამცხვარი

როგორც ბლოგის facebook-ის გვერდზე გითხარით, ასეთი ნამცხვარი აქამდე არც გამესინჯა და არც გამეგო მისი არსებობის შესახებ. რძე მქონდა და მინდოდა რამე გამეკეთებინა, აუცილებელი ინგრედიენტი უნდა ყოფილიყო. :D  ინტერნეტში უცხოურ კულინარიულ საიტებს ხშირად ვსტუმრობ და ესეც სწორედ იქ აღმოვაჩინე :) როგორც გავიგე საკმაოდ ძველი რეცეპტია. არ გადავდე მომზადება და რამდენიმე საათში დავიწყე. დრო არ სჭირდება  ბევრი მაქსიმუმ 1 საათში უკვე გამომცხვარი გედებათ თეფშზე :) რეცეპტის ბოლოს კალორიებზეც მოგახსენებთ, თუ რამდენს შეიცავს ერთი ნაჭერი. უკვე ზაფხულია და წონას გაფრთხილება სჭირდება :) აქვე ერთ პოსტს გაგახსენებთ 10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად.


მასალა:
4 კვერცხი
2 ჩ.ჭ. შაქარი
1 შაქრიანი ვანილი ან 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
2 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
2 1/4 ჩ.კ.  ცომის საფქვიერებელი ან 1 ჩ.კ. სოდა
1 1.4 ჩ.ჭ. რძე
10 ს.კ. კარაქი

მომზადება:
კვერცხები მოვათავსოთ თასში და 5 წუთი მიქსერით მაღალ სიჩქარეზე ვთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ შაქარი და კვლავ კარგად ავთქვიფოთ, მასა ძალიან ღია ყვითელი, თითქმის თეთრი უნდა გახდეს. დავამატოთ ვანილი და ამოვურიოთ კარგად. შემდეგ ჩააცერით ერთად არეული ფქვილი და გამაფხვიერებელი (ან სოდა)  და მიქსერით დაბალ სიჩქარეზე შეურით. რძე გააცხელეთ და შიგ გაადნეთ კარაქი. შემდეგ დაუმატეთ ცომს და მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ. მიიღებთ დასასხმელ ცომზე ოდნავ თხელს მასას. აირღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ცომი მოათავსეთ. აცხვეთ დაახლოები 30 წუთი.

1 ნაჭერი შეიცავს 254 კალორიას.


No comments:

Post a Comment