2013-03-13

კურაბიე

რამდენიმე დღეში მარხვა დაიწყება და ამიტომ ამ დროის განმავლობაში უმეტესად ბლოგზე სამარხვო კერძებს, ნამცხვრებს და სალათებს შემოგთავაზებთ.
კურაბიეს მომზადებას სულ რამდენიმე ინგრედიენტი და ცოტა დრო სჭირდება. პეჩენია ძალიან ხრაშუნაა და პირში დნება. მას შეგიძლიათ შეურიოთ თქვენი საყვარელი თხილეული.


მასალა:
250 გ მარგარინი

250 გ შაქრის პუდრა
50 გ არაყი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
ფქვილი რასაც შეიზელს
1/2 ჭ თხილეული (სურვილისამებრ)

მომზადება:
დარბილებული მარგარინი კარგად ათქვიფეთ, დაუმტეთ შაქრის პუდრა. კარგად რომ შეერევა დაუმატეთ 50 გ არაყი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ. შეაზილეთ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი. სურვილისამებრ დაუმატეთ თხილეული. ღუმელი გააცხელეთ. საცხობ ტაფაზე მოაყარეთ ფქვილი, პატარა კურაბიეები  დასვით და გამოაცხეთ, სანამ სასიამოვნოდ არ შეოქროსფერდება.

No comments:

Post a Comment